ტოკიოში მცხოვრებ 37 წლის მამაკაცს, სახელად ნიისანს, ხელოვნური აბრეშუმისგან შეკერილი ბალიში შეუყვარდა, რომელზეც ანიმაციური პერსონაჟი ნემუ-ტიანია გამოსახული.
ჟურნალისტებთან საუბარში “შეყვარებულმა“ ახსენა, რომ პირველად მან ცისფერთვალება ნემუ-ტიანი 3 წლის წინ ნახა და მაშინვე შეუყვარდა. ეს ბალიშიც იმიტომ შეიძინა, რომ მასზე მისი საყვარელი პერსონაჟი იყო გამოსახული.
ნიისანი ყველგან ბალიშებით დადის, უყვარს მასთან ერთად ცეკვა, კინოში სიარული და ფოტოების გადაღება. ის მას იმ ტკივილის დავიწყებაში დაეხმარა რომელიც მას ყოფილმა შეყვარებულმა, 5 წლის წინ განშორებით მიაყენა.
როცა ნემუ-ტიანს ფერი და ფორმა ეკარგება ნიისანი ახალს ყიდულობს 75 დოლარად.