ბალტიის ზღვაში სატვირთო გემი გადაბრუნდა. მაშველები წყალში 2 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
შემთხვევა შვედეთის სანაპიროსთან მოხდა, ერთმანეთს ბრიტანეთში და დანიაში რეგისტრირებული გემები შეეჯახნენ.
სამაშველო სამუშაოებში, ამ დროისთვის, ვერტმფრენები და 10-მდე ნავია ჩართული. უცნობია, რა გახდა 90 და 55-მეტრიანი გემების შეჯახების მიზეზი.