ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედების დაწყებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ბალტიისპირეთის ქვეყნები, ნატოს ქვეყნებს მოუწოდებს, რომ უკრაინის იარაღით მომარაგება მოხდეს.
ასევე, განცხადებაში წერია, რომ მოხდეს რუსეთის პოლიტიკური იზოლაცია.
“რუსეთის აგრესია დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ, რაც შესაძლებელია, ყველაზე მკაცრად უნდა დავგმოთ. რუსეთი მხრიდან აგრესია საერთაშორისო სამართლისა და ნორმების დარღვევაა, ეს არის დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ვგმობთ. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შემოიღოს ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის მიმართ, გამოვრთოთ რუსეთი SWIFT-დან, მოვახდინოთ მისი პოლიტიკური იზოლირება და მტკიცედ დავუჭიროთ მხარი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტეროტორიულ მთლიანობას. სასწრაფოდ უნდა მოვამარაგოთ უკრაინელი ხალხი იარაღით, საბრძოლო მასალით და ყველა შესაძლო სამხედრო დახმარებით. ასევე ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარებით. მხარს გიჭერთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ აგრესორმა ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადოს. დიდება უკრაინას”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა.
[sexy_author_bio]