ბალტიისპირეთის ქვეყნებმა: ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ე.წ. შავ სიაში, ასევე 29 ბელარუსი მაღლჩინოსანი შეიყვანეს.
როგორც გამოცემა წერს, ბალტიისპირეთის ქვეყნების ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ ბელარუსის საარჩევნო კომისიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები.
,,ეს მესიჯია, რომ მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოვიფარგლოთ, უფრო მეტია გასაკეთებელი. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა.
ცნობისთვის, ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების დაწყება 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა.
დემოსტრანტები და დასავლეთელი ლიდერები, ლუკაშენკოს განმეორებითი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. თუმცა, 17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა.
,,ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევები არ გაიმართება“,_ განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.