ბანანი ამცირებს კუჭის წყლულის გაჩენის შანსს და ხსნის გულძმარვას – ის დაგეხმარებათ ბალანსის აღდეგნაში, ხოლო მისი მირთმევის შემდეგ კუჭის გაღიზიანების ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდება.
ბანანის მირთმევის შემდეგ ხდებით უფრო ენერგიულები – ის ორგანიზმს ამარაგებს კალიუმით, ანტიოქსიდანეტებით და გეხმარებათ, რომ მუდამ ტონუსში იყოთ. დაიწყეთ დილა ბანანის მირთმევით და ნახავთ, რომ მთელი დღე ენერგიულად იგრძნობთ თავს.
ბანანი შესაძლოა წონაში დაკლებაშიც დაგეხმაროთ – დიეტოლოგები ხშირად უნიშნავენ ადამიანებს ე.წ. ბანანის დიეტას, რადგანაც ის ამცირებს ჭამის მადას. მისი მირთმევის შემდეგ თავს დანაყრებულად გრძნობთ და ამავდროულად, ორგანიზმს ავსებს საჭირო ვიტამინებით.
ბანანი შეიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, სასარგებლო ნივთიერებებს – ის ვიტამინებისა და ნუტრიენტების ბუნებრივი წყაროა. შეიცავს კალიუმს, B6 ვიტამინს, ცილებს, C ვიტამინს და ა.შ.
ის აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ხარისხს – ბანანის მირთმევის შედეგად ორგანიზმი მარაგდება კალიუმით, რაც გულის სიჯანსაღეს განაპირობებს.
არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს – ბანანის რეგულარულად მირთმევის შედეგად სისხლში შაქრის დონე რეგულირდება, ამავდროულად, ის აუმჯობებსებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციონირებას.
ბანანის მირთმევა გიუმჯობესებთ განწყობას – მისი მირთმევის შემდეგ ორგანიზმში აქტიურდება ბედნიერების ჰორმონები და ადამიანი პოზიტიურ განწყობაზე დგება.