ბანგლადეშში საქორწინო წვეულების დროს, მეხის დაცემის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას RFI ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა ქალაქ შინბგანჯში მოხდა. როგორც ქალაქის მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტუმრები და ნეფე სანაპიროზე თავშესაფარს ეძებდნენ, როცა იქ რამდენიმე მეხი დაეცა. პატარძალი ჯგუფთან ერთად არ იმყოფებოდა.
გამოცემა RFI წერს, რომ ბანგლადეშში ძლიერი მუსონური ქარიშხალი დაატყდა თავს. ერთკვირიანმა ძლიერმა წვიმამ სამხრეთ -აღმოსავლეთით, კოქს -ბაზარში, 20 -მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი როჰინგიელი ლტოლვილი.
ყოველწლიურად ბანგლადეშში მეხის დაცემის შედეგად ასობით ადამიანი იღუპება
ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს მეხის დაცემის შედეგად 200 -ზე მეტი დამიანი დაიღუპა, 82 ადამიანი გარდაიცვალა მაისის ერთ დღეს.
როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ბანგლადეში ტყეების გაჩეხვამ გაზარდა დაღუპულთა რიცხვი.
[sexy_author_bio]