საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ბანკის ვალსა და ელოვნული ვალუტის გაუფასურების მძიმე შედეგზე საუბრობს.
“ბანკის ვალის გადახდის დღე – ყველაზე საზიზღარი დღე ყოველი თვის განმავლობაში!
მითუმეტეს, ლარის გაჭენების დღეებში და მითუმეტეს, როდესაც შეიძლება ნანობ კიდეც, რომ ბანკის ვალი საერთოდ აიღე! (დღეს თუ არა ხვალ ვინანებთ).
თანაც ეს კურსი ყველგან ერთნაირად რომ მიაჭენებს _ ოზურგეთშიც, კასპშიც და თბილისშიც?! _ წერს ზვიად კვაჭანტირაძე