ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ზვიადაძემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერიის თანამშრომლების კუკა ბარანიძისა და თინათინ სარიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ოზურგეთის მერიას მათი დასაქმება დაავალა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ბარამიძისა და სარიშვილივის მესამე რანგის პირველი კატეგორიის ტოლფასს თანამდებობაზე გადაყვანა და დასაქმება.
ასევე, გიორგი ზვიადაძიის გადაწყვეტილებით, თინათინ სარიშვილს უნდა ჩაერიცხო სამი თვის განაცდური, ხოლო ორივე მათგანს დაკლებული ანაზღაურება.
სასამართლომ ბარამიძის და სარიშვილის სარჩელი მხოლოდ იმ ნაწილში არ დააკმაყოფილა, რომელშიც ისინი საკრებულოს მიერ გამოტანილი ნორმატული აქტის ბათილად ცნობას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბარამიძე და სარიშვილი მობილობის და რეორგანიზაციის პროცესში გამოცემული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტების და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის #45 დადგენილების ბათილად ცნობას; მობილობის წესით თანამდებობაზე გადაყვანის დავალდებულებას; მერიის უკანონო მოქმედებით გამოწვეული იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და ამასთან ერთად ხელფასზე დაკლებული ანაზღაურების ნაწილის დაუყოვნებლივ ჩარიცხვის დავალდებულებას ითხოვდნენ.