ტელევიზიიდან თუ სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებიდან გვასწავლიან, რომ უნდა მოვიშოროთ ყველაფერი ზედმეტი სახლიდან, ცხოვრებიდან, გონებიდან… და ჩვენც სრულიად ვეთანხმებით ამას: ნაგვის და უსარგებლო ნივთების ადგილი ხომ სანაგვეზეა, ასე გვასწავლეს! თუმცა, ეზოთერიკოსებს თუ დავუჯერებთ, ზოგიერთი ნივთის გადაგდება სახლიდან კატეგორიულად დაუშვებელია.
საათი – ითვლება, რომ თუ მომუშავე საათს გადააგდებთ, ეს ცუდის ნიშანია. ასე, თითქოს საკუთარ დროს აგდებთ სანაგვეზე. საათი, რომელიც დიდხანს იყო თქვენს სახლში, თქვენი ენერგიითაა დამუხტული. თუ ვიღაც აიღებს თქვენს საათს, შესაძლოა ესეც კი ნეგატიურად აისახოს თქვენზე.
თუ საათი გატყდა ან გაფუჭდა-შეაკეთეთ, მაგრამ თუ აღარაფერი ეშველება მაშინ პატარა დეტალებად დაშალეთ და ისე გადაყარეთ. თან წარმოსთქვით: “მადლობა, რომ კარგად მემსახურეთ. დაისვენეთ, რომ სხვა პატრონი აღარ იცოდეთ.”
საფულე-ფულის თილისმაა. ის ფულის ენერგეტიკითაა დამუხტული. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საფულე სწორად გამოცვალოთ, რათა ეს ენერგეტიკა არ დაკარგოთ.
თუ საფულე უკვე დაძველდა და ახალი შეიძინეთ, პირველ ხანებში ორივე საფულე ერთად ატარეთ. შემდეგ კი ძველი საფულე ერთი კვირით სახლში დატოვეთ. ახალი საფულიდან ერთი კუპიურა ამოიღეთ, ძველში ჩადეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადააგდეთ.