ბაღდათში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ესმხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ვარციხესთან მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, დაღუპულია დედა, მამა და 15 წლის შვილი.
“ბარბარობა დღეს ოჯახი ამოწყდა, სამი წევრი დაიღუპა”, _ უთხრა “გურია ნიუსს” თვითმხილველმა.
შსს-მ გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.