ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შვილები დღეიდან ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
ოჯახმა გუშინ დახმარებისთვის სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა. თაკო გამრეკელაშვილის მამის განცხადებით, ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.
მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც მკვლელობის მომენტისთვის შვილებთან ერთად მარტო იმყოფებოდა. ის ბავშვების თვალწინ მოკლეს.