ბარსელონაში საქართველოს ვიცე-კონსულის ლია ახალბედაშვილის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, ბარსელონაში ტერაქტის დროს დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, დახმარება კი მხოლოდ 6 ადამიანს დასჭირდა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ახალბედაშვილის განმარტებით , საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა ჰქონდა, რაშიც საკონსულო დაეხმარა.
“ჩვენ სულ 6 ქართველს დავეხმარეთ, ისინი ტერაქტის ფაქტს არ შესწრებიან, რადგან ფაქტობრივად სულ რაღაც წუთებით ასცდნენ ამ ყველაფერს. ვესაუბრე ყველა მათგანს, მათი მდგომარეობა ნორმალურია, არ სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება. ისინი კვლავ რჩებიან ბარსელონაში და განაგრძობენ თავიანთ საქმეს”, _ განაცხადა ლია ახალბედაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბარსელონაში ტერაქტის გამო ცხელი ხაზიც აამოქმედა.