ბაშელი ანი ლიპარტელიანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სახელმწიფოსაგან ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა,_ ამის შესახებ ინფორმაციას ბაშის საჯარო სკოლის დირექტორი ციცინო ხაბალაშვილი ავრცელებს.
“ანი ლიპარტელიანი მშრომელი და მიზანდასახული მოსწავლე იყო ყოველთვის. ყველა ეტაპზე წარმატებას, მაქსიმუმ შედეგს აღწევდა.საბაზო საფეხური კომპიუტერით და საშუალო საფეხური ოქროს მედლით დაასრულა. ეროვნულ გამოცდებზეც მაღალი შედეგები დააფიქსირა და ჩაირიცხა მისთვის სასურველ უნივერსიტეტში”,_ ამბობს ხაბალაშვილი.
ცნობისთვის, სოფელ ბაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული პროგრამების ინგლისურენოვან ფაკულტეტზე ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა.