ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ სეზონში მეორედ ოთამაშებს ATP-ის ტურნირის ფინალში.
როგორც ცნობილია, მიუნხენის ფინალში ნიკოლოზის მეტოქე იქნება გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობა აქვს – 3:3.
ბოლოს ისინი ცოტა ხნის წინ შეხვდნენ ერთმანეთს კალიარის ტურნირის მეოთხედფინალში და ბასილაშვილმა სამ სეტში მოიგო – 7:5, 4:6, 6:3.