„ბათუმელების/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ისევ რჩება საპატიმრო დაწესებულებაში.
ორგანიზაციისთვის ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენს გამოცემებში დირექტორის მოვალეობას ჟურნალისტი თამარ რუხაძე შეასრულებს,”_ ამის შესახებ განცხადებას “ბათუმელები” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თამარს სხვადასხვა ბეჭდურ თუ სატელევიზიო მედიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
მისი ბოლო სამუშაო ადგილიც მედიის მხარდაჭერას ითვალისწინებდა – 2022-2025 წლებში თამარ რუხაძე აირექსში USAID მედია პროგრამის კონტენტისა და ტრენინგების მენეჯერად მუშაობდა.































































