„ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე თავისუფალია. მან ფოთის იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა, _ იუწყება netgazeti.ge.
14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გურამ მურვანიძეს 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გურამ მურვანიძე 12 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დააკავეს. ის ადმინისტრაციული მუხლით დაaკავეს და მას გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.
როგორც მოგვიანებით გურამ მურვანიძემ ადვოკატს განუცხადა, მან ირაკლი დგებუაძეს განუმარტა, რომ იყო „ბათუმელების“ ოპერატორი და ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, თუმცა ამის მიუხედავად, გურამ მურვანიძე პოლიციამ ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავა.