ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე, კლდე ჩამოიშალა. ამ დროისთვის [17:40 სთ] უზარმაზარი ლოდები ისევ მაგისტრალზეა. შესაბამისად, მოძრაობაც ჩაკეტილია.
როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ „ბათუმელებს“ აცნობა, გზაზე მეწყერიც ჩამოწვა და კლდე ჩამოიშალა: „სარფში გვინდოდა ჩასვლა და იძულებული გავხდით უკან მოვბრუნებულიყავით. როგორც გვითხრეს, გზის გასაწმენდად შესაბამისი სამსახურები გამოძახებულია“.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის იგეგმება გზის გახსნა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის.
წყარო: ბათუმელები