ბათუმის ბულვარში მამაკაცი დაჭრეს, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით ერთ-ერთ კაფესთან მოხდა. გარდაცვლილი სავარაუდოდ, კაფის მეპატრონის ახლობელია, რომელიც ასევე ობიექტის დაცვის სამსახურში მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით, ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, რომ ბრიგადას 60 წლამდე ასაკის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: ajaratv.ge