საქართველოს ახალგაზრდა იუსტიციის ასოციაციის ინფორმაციით, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა (მამუკა ჯორბენაძისა) და ოთხი სტუდენტის (გურამ მიქელაძის, დავით გვიანიძის, გიორგი დავითაძისა და ანდრო კაკაბაძის) სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
“პროკურატურა ნაწილობრივ დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას. კერძოდ, მისთვის მისაღები იყო ყველა ბრალდებულთან მიმართებით პატიმრობის ნაცვლად გირაოს 5000 ლარის ოდენობით გამოყენება.
მხოლოდ ანრი კაკაბაძის მიმართ არ დაეთანხმა პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების სახით შეცვლას და მიუთითა, რომ ამ პირის მიმართ არსებობდა ამავე ხასიათის სხვა დანაშაულში ბრალდება და იმ საქმეზე გამოყენებულმა გირაომ ვერ უზურნველყო მისი სათანადო ქცევა.
საია სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშებში სისტემატიურად აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პროცესის კონკრეტულ ეტაპზე, როდესაც ნაკლებად არსებობს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის აუცილებლობა, პროკურატურა თავად იყოს პატიმრობის შეცვლის ინიციატორი”,_ ნათქვამია საია-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.