დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვა უნდა თქვას. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა შესაძლოა განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.
სასამართლოსთან იმყოფებიან მზია ამაღლობელის გულშემატკივრები, რომლებსაც გაშლილი აქვთ დაპატიმრებული ჟურნალისტის მხარდამჭერი ბანერები. ისინი სკანდირებენ – „თავისუფლება მზიას!“
ინფორმაციისთვის, მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 7 თვე პატიმრობაშია – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.


































































