მოქალაქეებს, რომლებიც “ოცნების ქალაქში” დაღუპული ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ კვერცხები და ხილი – მანდარინი, ფორთოხალი და ა.შ. საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ნასროლი ნივთები მოქალაქეებს თავში მოხვდათ. ბევრი მათგანი აქციაზე მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იყო მოსული.
აქციის მონაწილეებმა გამოიძახეს პოლიცია. ისინი სამართალდამცველებისგან დროულ და ეფექტიან რეაგირებას ითხოვებ. თუმცა, მათი ნაწილი წუხს, რომ პოლიცია აჭიანურებს რეაგირებას.
“იმ ბავშვებს ესროლეს ეს ყველაფერი” – ისმის შეძახილები ადგილიდან.
მოქალაქეები ეკონომიკის სამინისტროსთან დაახლოებით ორი საათის წინ შეიკრიბნენ. ისინი ბავშვების გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ და მოითხოვენ, დაისაჯონ მომხდარში დამნაშავე პირები.
აქციის დასრულების შემდეგ ისინი მარშით გაემართნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ. სწორედ ამ დროს, კულტურის სამინისტროსთან ახლოს, საცხოვრებელი კორპუსიდან მათ ფანჯრიდან ესროლეს კვერცხები და ხილი.
ვრცლად: ბათუმელები