შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი – 2005 წელს დაბადებული შ.ა. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 01 დეკემბრიდან არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა.
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

































































