ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შუშები ჩაამსხვრიეს.
შემთხვევა დღეს, 21 ნოემბერს მოხდა.
„მოვედით ოფისში და დაგვხვდა მინები დამსხვრეული. ოფისში არავინ არ იყო. ქვები ეყარა ოფისში, პატარა კენჭებიც არ არის,“ – თქვა ლაშა კილაბერიამ, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
მისივე თქმით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.
წყარო: netgazeti