„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტს საპარლამენტი უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.
„ბატონ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს ბანერზე. იმედი მაქვს, მალე იპოვნიან ადამიანებს, ვინც ეს გააკეთა. საერთო ჯამში, ეს ფაქტი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგზე“, _ განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას თალაკვაძემ.
უგულავას ბანერის დაზიანების ფაქტზე შსს-სმ გამოძიება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ #54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორია) დღეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე სულ 6 კანდიდატია, მათგან 5 პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი – საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი:
ხონისა და ვანის გაერთიანებულ №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები მას შემდეგ ტარდება, რაც ამ ოლქიდან 2016 წელს არჩეულმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე გადანაცვლების გამო გასულ წელს პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა.