ამ წუთებში მოძრაობა შეჩერებულია ბათუმი-თბილისის მაგისტრალზე.
როგორც გვატყობინებენ რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, საკუთარი სახლთან მოკლული ირაკლი ტარიელაძის ცხედარი ოჯახის წევრებმა გზაზე დაასვენეს.
ტარიელაძის ახლობლების თქმით, ისინი ამ ფორმით პოლიციის უმოქმედობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, პოლიცია დამნაშავეებს მფარველობს და სწორედ ამ მიზეზით არ იხსნება მკვლელობა.
ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცველები.
ამავე თემაზე: მკვლელობის სავარაუდო მიზეზი _ მფარველობს თუ არა დამნაშავეებს პოლიცია