ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ხუთ ადამიანს იკვლევენ. საეჭვო სიმპტომებით ისინი საკარანტინო ზონიდან კლინიკაში დღეს გადაიყვანეს.
მათ ტემპერატურის მატება აღენიშნებათ. კვლევის შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
აჭარაში საკარანტინო სივრცეში 2000-მდე პირია გადაყვანილი, 200-მდე პირი კი თვითიზოლაციაშია.
COVID 19-ით 8 პაციენტი კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს. მათ შორის ერთი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია, ის პაციენტისგან დაინფიცირდა.