სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ Pჩღ ტესტირებას და ამჯერად N3 პენიტენციური (ბათუმის) დაწესებულების მსჯავრდებულებს ჩაუტარდათ ტესტირება. დაწესებულებაში მყოფი 52 მსჯავრდებულიდან 31-მა გაიარა ტესტირება და ყველა პასუხი იყო უარყოფითი. 21-მა მსჯავრდებულმა Pჩღ ტესტირებაზე უარი განაცხადა, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმები. ცხადია, პატიმრებს ტესტირება ნებაყოფლობით უტარდებათ და თუ რომელიმე მათგანს ამის სურვილი არ აქვს, ძალდატანებით ტესტს ვერავინ ჩაუტარებს.
შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიური Pჩღ ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ამ ეტაპზე ტესტირება ჩატარებულია N11 (არასრულწლოვანთა) და N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებებში. არასრულწლოვანთა დაწესებულების ყველა ტესტი უარყოფითი იყო, ხოლო ქალთა დაწესებულებაში ჩატარებული 329 ტესტიდან 23 დადასტურდა.(R)






























































