ბათუმში არეულობა გრძელდება, ქალაქში სროლის ხმა ისმის. სახანძრო-სამაშველო სამსახურები აქციის მონაწილეთა ერთმა ჯგუფის მიერ გაჩენილ ცეცხლის კერებს აქრობენ.
პოლიციის სამმართველოს შენობასთან 3 მანქანა იწვის. ქალაქის ქუჩებში სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს ისვრიან და ცრემლსადენ გაზს უშვებენ.
აგრესიულად მოქმედი აქციის მონწილეები სამართალდამცავების მისამართით ქვებს ისვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
მათ ასევე მოხსნეს ქუჩის ტროტუარებზე მდებარე რკინის კონსტრუქციები და დააზიანეს ქალაქის შუქნიშნები.
www.newposts.ge