ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.
ხიმშიაშვილის ქუჩაზე ოთხი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 14 მაისს მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
წყარო:აჭარის მაუწყებელი