ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ორი ახალგაზრდა დაჭრეს. დაშავებულები, ამ დრომდე, საავადმყოფოში რჩებიან. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა გვიან ღამით ინასარიძის ქუჩაზე მოხდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.