17 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის ღონისძიება სახელწოდებით – „ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2019 – ბათუმის სესია“ გაიხსნება.
სტუდენტების განსახილველ თემებს შორის არის საპენსიო რეფორმა. სამიტის მონაწილეები სარეკომენდაციო დოკუმენტს შეიმუშავებენ, რომელშიც დეტალურად იქნება განხილული დაგროვებითი საპენსიო სქემა და ევროკავშირის საპენსიო პოლიტიკა. (R)