ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მეზობლების თქმით, სავარაუდოდ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მაღალი სართულიდან გადმოხტა ან გადმოვარდა.
შემთხვევა დილით 6 საათზე მოხდა.
ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ მე-19 სართულზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილია ქალიც. ის 26 წლის იყო და ბოლო რამდენიმე თვეა აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა.
მეზობლების თქმით, გვიან ღამით, სადარბაზოში ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს და ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, გაზის ინტოქსიკაციით დაიღუპა.
წყარო: აჭარატვ