ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მასთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, მამაკაცს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.