ბათუმში, სასტუმრო ლეროგრანდთან, შავშეთის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
შემთხვევის ადგილას ბათუმის ვიცე-მერის თენგიზ პეტრიძე მივიდა.
მისი თქმით, ბათუმის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. დაიწვა, დაახლოებით, 700კვმ ფართობი. მსხვერპლი არ არის.