მაშველმა მირიან აფაქიძემ ზღვაში დახრჩობას 14 წლის ბიჭი გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შემთხვევა ბათუმში, მახინჯაურის სანაპიროზე მოხდა.
როგორც ცნობილია, ბიჭი სანაპიროდან 60 მეტრის მოშორებით იყო ზღვაში შესული და დახმარებას ითხოვდა.
ამ დროისთვის ბიჭის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.