ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსში 67 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
ის მშენებლობაზე დასაქმებული არ იყო და კამერების ჩანაწერების მიხედვით, კორპუსში ღამით შეიპარა.
მამაკაცი ლიფტის შახტასთან, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
მშენებლებმა ცხედარი ერთი საათის წინ იპოვეს. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან. ამ წუთებში მიმდინარეობს გვამის გადასვენების პროცედურა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.