ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 17 და 18 წლის ბიჭები არიან.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.
ინტერპრესნიუსს ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა უთხრეს, რომ მოზარდები ბათუმში რამდენიმე დღის წინ, დასასვენებლად ჩავიდნენ.
მათ ოთხი დღის მანძილზე ვერ დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც მშობლებმა ჩააკითხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.