ბათუმში, სანაპიროზე გვიან ღამით 3 ახალგაზრდა დაჭრეს. ახალგაზრდები ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდას ფეხისა და ხელის, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში ჭრილობები აღენიშნებათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.