ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა.
აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა მაიაკოვსკის ქუჩაზე მოხდა.
როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს გადმოვარდნილი პირი გარდაცვლილი დახვდათ და პროზექტურაში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.