თავდასხმა მოხდა ბათუმში სავალუტო ჯიხურზე. თავდამსხმელმა ჯიხურის მფლობელს ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თანხის წაღებას ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.






























































