ბათუმში, აქციაზე მყოფი ადმიანების ნაწილს, რომლებიც აკავებული 6 პირის და საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენებას ითხოვენ, პირველადი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ტერიტორიაზე რჩებიან. აქციის მონაწილეების არიან პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც ისევ რჩება სპეცდანიშნულების რაზმი.
ცოტა ხნის წინ, ბათუმში სპეცდანიშნულების რაზმმა ხელკეტებით და ცრემლსადენი გაზით აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო.
“ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის” წარმომადგენლის ლაშა ადამიას თქმით, სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებიან.
პოლიციამ შაშხანების და ცრემლსადენინ გაზის სროლა დაიწყო. ამ წუთებში ბათუმში სიტუაცია იძაბება.