დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებს და მასთან დაკავშირებულ რისკებს განიხილავენ,_ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხდა.
პრემიერის განცხადებით, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური, ეს არ იქნება სისტემური.
“ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც და ბავშვები, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასის ბავშვები სასწავლო ოთახებში უნდა დაბრუნდნენ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.