ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბავშვებისა და მოზარდების საყოველთაო ვაქცინაციას ამჟამად რეკომენდაციას არ უწევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში მძიმე დაავადების ტვირთი დაბალია, ხოლო მაღალი ვაქცინაციის დაფარვა ჯერ არ არის მიღწეული იმ ჯგუფებში, რომლებიც მძიმე დაავადების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
21 დეკემბერს, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა 2022 წელს პანდემიის დასრულების პირობა დაასახელა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, კორონავირუსის პანდემია 2022 წელს შეიძლება დასრულდეს, თუ მსოფლიოს მოსახლეობის 70% აიცრება.
„თუ გვსურს, რომ პანდემია მომდევნო წელს დასრულდეს, უთანასწორობას ბოლო უნდა მოვუღოთ და 2022 წლის მეორე ნახევრისთვის თითოეულ ქვეყანაში მოსახლეობის 70% უნდა ავცრათ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.