საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე კობა აშოთია მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა.
გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, დაჭრილ ქალის მდგომარეობა მძიმეა.
„ეს იყო განზრახ, მოაკითხა. ჩემი დეიდაშივლი კობა აშოთიააა, მეუღლე ბავშვებს გადაეფარა… ეს მამაკაცი ოჯახის წევრივით ჰყოლიათ, მეგობრობდნენ, ახლობლობდნენ“, – ამბობს ოჯახის ახლობელი „მთავარ არხთან“.
როგორც ბერძნული მედია წერს, შემთხვევა ათენში, 1 ოქტომბერს, 02:30 საათზე მოხდა – თავდამსხმელი წყვილის სახლში შეიარაღებული მივიდა და ქართველ კაცს ესროლა. ის პოლიციამ უკვე დააკავა.