თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა, კვირაში ერთხელ ბავშვებს თითო ვაშლს დაურიგებენ, _ ამის შესახებ განათლების მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, “ვაშლის დარიგების“ კამპანია რთული და ძვირი პროექტია.
“რთული და ძვირი პროექტია. მეორე მხრივ, ამ საკითხში რთული და ძვირი არაფერს დაგვაკლებს. ამ პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი. ვაშლი არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი“, _ აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ამის პარალელურად, სამინისტრო აპირებს კამპანის წარმოებას, რათა მშობლებმა შვილებს ვაშლი გაატანონ.
მინისტრის თქმით, ასეთი მოსწავლეების რაოდენობა, დაახლოებით, 40 000-60 000 იქნება.