პარიზში მოღვაწე ქართველი პედიატრი, ეკა კუცია ამბობს, რომ ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა.
„ბავშვებში სუნთქვის გაძნელებას და ხველას ახალი სიმპტომები დაემატა – მაღალი სიცხე, ფაღარათი და მუცლის ტკივილი. ამიტომ ჩვენ მივმართავთ მოსახლეობას, რომ თუ ბავშვს აქვს მაღალი ცხელება, 39-40 გრადუსი, რომელიც 3 დღეზე მეტი გრძელდება, ნუ დაელოდებიან კარანტინის მოხსნას და ექიმს დროულად მიმართონ“, – აღნიშნა პედიატრმა.