უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ არასრულწლოვანს, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლია, ბიოლოგიურ ექსპერტიზას მხოლოდ იმიტომ არ უტარებენ, რომ არასამუშაო საათებია.
“არასრულწლოვანი ადამიანი, ანუ ბავშვი, გვყავს გაუპატიურების მსხვერპლი და პოლიცია მეუბნება, რომ არასამუშაო საათებში ექსპერტიზას ვერ ჩაატარებს, არადა რამდენიმე დღე გავიდა, კვალი შესაძლოა გაქრეს. მთელი დღეა გვაწვალებენ…
ნორმალურ ქვეყნებში პირდაპირ ცენტრები არსებობს, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლებს ნებისმიერ დროს იღებს და მაქსიმალურ დახმარებას უწევს. ჩვენ კიდე ჩხავილი გვიწევს ტელეფონზე, რომ უკან რეგიონში არ გაუშვან ბავშვი და ორშაბათამდე არ გადაუდონ ბიოლოგიური ექსპერტიზები. ესაა მუშაობა? ესაა საქმე?” – წერს პატარაია.