ხობში 2 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც კლინიკაში “გურია ნიუსს” განუცხადეს, ბავშვი უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
,,ბავშვი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, პულსაცია საძილე არტერიაზე არ ესინჯებოდა. გაეწია ყველანაირი დახმარება, მაგრამ მისი მდგომარება არ გაუმჯობესდა. რამ გამოიწვია გარდაცვალება, არ ვიცი _ ამას ექსპერტიზა დაადგენს“, _ გვითხრა ხობის საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ეკა კუტალიამ.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა ხობში ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი, სავარაუდოდ, წყლის რეზერვუარში დაიხრჩო.
ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე