„თვითმკვლელობა შეიძლება ჩაიდინოს მხოლოდ ზრდასრულმა. ბავშვის დაღუპვა ყველა შემთხვევაში მკვლელობაა, რადგან შეუძლებელია ეს იყოს მისი შეგნებული არჩევანი”,_ აღნიშნულ სტატუსს სოციალურ ქსელ Facebook-ში პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თერჯოლის სოფელ ძევრში 11 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია მოზარდის მამა. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა ) წარედგინა.
გამოძიების ინფორმაციით, თერჯოლის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა თავის არასრულწლოვან შვილს, ა.ა.-ს