ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო დროს განვითარებული ტრაგედიების შესახებ საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.
“თუ არ ჩავთვლით სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ამ მთავრობას ხიფათი, ტრაგედიები და პრობლემები მოჰყვა და როცა ვფიქრობ ამის მიზეზი მათი უიღბლობაა თუ უუნარობა, მახსენდება ბარბარე რაფალიანცი. 10 თვის ბავშვის ქვევრში დახრჩობა რომ მოგიყვანს ხელისუფლებაში, ბუნებრივია, სულ ტრაგედიებში იქნები”, _ წერს ჟორჟოლიანი.